09 დეკემბერი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, მირიან ქათამაძემ დეპუტატებთან კანონის პროექტში განსახორციელებელი ცვლილების მიზანი განმარტა, უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

კანონპროქტის მიხედვით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა უწყებებს მიეცემათ შესაძლებლობა, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით შესყიდული ან/და უსასყიდლოდ მიღებული მოძრავი ქონება გადასცენ ფიზიკურ, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკითხის შესახებ შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტები, რომლებიც დეპუტატებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ წარუდგინა.