07 დეკემბერი

 „ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა გამოცდილ კონსტიტუციონალისტებთან და იურისტებთან ერთად, მემუშავა საქართველოს სახელმწიფო საკონსიტუციო კომისიაში, რაც ჩემი კანონშმემოქმედებითი საქმინაობის მნიშვნელოვანია პერიოდია, ამავდროულად ვყოფილიყავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე“ - აღნიშნა დავით გაბაიძემ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ღონისძიების „YRC -კლუბი“-ს ფარგლებში ჩართულ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს, უმაღლესი საბჭოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს მნიშვნელობაზე, კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, საქართველოსა და აჭარის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებზე,  სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.