01 დეკემბერი

 აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგი გასვლითი სხდომა ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში მოქმედი შპს "კერკის" შენობაში გაიმართა.

 ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების შესახებ (2021 წლის 1 დეკემბრისთვის ) ინფორმაციით, სხდომაზე „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი - გოჩა ბერიძე წარსდგა. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 4, 9 მილიონ ლარზე მეტია და სამომავლოდ, პროგრამების ბიუჯეტის გაზრდაა დაგეგმილი.

მომხსენებელმა, კანონმდებლებთან, ასევე ისაუბრა ციტრუსოვანთა ნაყოფის დამზადებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ და უპასუხა მათ შეკითხვებს.

 სხდომაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - მირიან ქათამიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე ესწრებოდნენ, გოჩა ბერიძის მიერ წარმოდგენილი ორივე ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.

 სხდომის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა “შპს კერკი”- დაათვალიერეს. საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის (CNFA საქართველო), ევროკავშირის (ENPARD / ქედა ლიდერი), აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის სრული მოცულობა 700 000 აშშ დოლარია. ტესტირების ეტაპზე აქ 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო წარმოების პროცესის დაწყების შემდეგ არანაკლებ 35 ადამიანი დასაქმდება. „კერკი“ ჩირის, ტყლაპის, ცუკატის, თხილეულისა და ჩურჩხელის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2021 წლის შემოდგომაზე, ხოლო ექსპორტზე 2022 წლის სექტემბრიდან გავა.