22 ოქტომბერი

 "ტრენინგი ძირითადად ფოკუსირებულია კვლევის წარმოების მეთოდებზე, ინსტრუმენტებზე, სხვადასხვა პრაქტიკაზე. საუბარია კვლევის გამოყენებაზე როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო საქმიანობაში. თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც საკანონმდებლო საქმიანობას დაეთმობა და საუბარი იქნება განმარტებითი ბარათის, დასკვნების, შეფასებების მომზადებაზე კვლევის მეშვეობით", - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისთვის გამართული ტრენინგის დაწყებისას.

 ტრენინგი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, უმაღლეს საბჭოში კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე სწავლება გაიარეს, შემდგომ ეტაპებზე კი დაგეგმილია საპილოტე კვლევების განხორციელებაში დახმარება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სემინარები და ექსპერტთა კონსულტაციები.

 ტრენინგებს საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები - მარიამ გაიპარაშვილი და ნატო ნიაური უძღვებოდნენ.