09 ოქტომბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებს, ბათუმელებსა და სრულიად საქართველოს.


11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ ცხადდება. სახელმწიფო მზადაა მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.


ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება, მაშველი-მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა მათ თავდადებისათვის.


პარალელურად, გრძელდება გამოძიებაც, რომელიც ამ დიდი უბედურების გამომწვევ მიზეზებს დაადგენს და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.