28 სექტემბერი

  "ამბასადორი ბათუმი აილენდი" რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

 პროექტის ჯამური საინვესტიციო პორტფელი 100 მლნ დოლარს შეადგენს და ის 2 000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.

 ბათუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციასა და შესაბამის მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ილია ვერძაძე, ლადო მგალობლიშვილი, ფატი ხალვაში და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.