27 სექტემბერი

 28 წლის წინ, ჯვართამაღლების დღეს, სოხუმი დაეცა. ამ დღეს დაიღუპა საქართველოს ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა. ის სოხუმის მერთან - გურამ გაბესკირიასთან და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თანამშრომლებთან ერთად, დახვრიტეს.

 სამშობლოსათვის დაღუპული გმირები ბათუმში გაიხსენეს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს თავისუფლების მოედანზე მდებარე გმირთა მემორიალი.