27 აგვისტო

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელებით დააჯილდოვა პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას მერი ბეატა მოსკალ-სლანიევსკა და საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში ვოიჩეხ ვრუბელი.

 პანდემიამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დააყენა ურთულესი გამოწვევების წინაშე. ბეატა მოსკალ-სლანიევსკამ და ვოიჩეხ ვრუბელმა პოლონეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ფასდაუდაუდებელი დახმარება გაუწიეს, უზრუნველყვეს ისინი საცხოვრებელი პირობებით და შემდგომ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარნენ.

 საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონურ დელეგაციას უმასპინძლეს ქობულეთშიც, სადაც შვიდნიცასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.