02 აგვისტო

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა.

 ინიციატივები „მაუწყებლობის შესახებ“ , ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს.