საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძე საინვესტიციო ფორუმს დაესწრო

12 მაისი

12 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, ბათუმი-ვროცლავის საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ვროცლავსა და აჭარას არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთ-თანამშრომლობა აკავშირებს.

- „ხშირად ისმოდა კითხვა: რას ვეძებდით სილეზიაში.

- დღევანდელი შეხვედრა აღნიშნულ კითხვას პასუხობს: ეს არის ბიზნეს-კონტაქტები და ის ურთიერთობები, რომელმაც მომავალში წარმატებულ ეკონომიკურ აღმავლობამდე უნდა მიგვიყვანოს, დღევანდელი ბიზნეს-ფორუმი სწორედ ამის დასტურია“.

ბიზნეს-ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქვემო სილეზიის მარშალმა სეზარ პრზიბილსკიმ და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრობლევსკიმ, რომლებმაც კმაყოფილება გამოხატეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობის გამო და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორივე რეგიონს სასიკეთოდ წაადგება.

ბიზნეს-ფორუმს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე აჭარასა და ვროცლავში სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები და ესწრებოდნენ.

რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გამართა. ფორუმის მონაწილეებს აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს აჭარის შესახებ უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლი უჩვენეს. ფორუმის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებს შორის საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი