საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ვლადიმერ მგალობლიშვილი ვისბადენის სამიტში მონაწილეობს

05 მაისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ევროპის ფესტივალების ასოციაციის სამიტში მონაწილეობს.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი შეხვდა ევროპის ფესტივალების ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატს _ იანს ბრიერს, რომელიც, ამავდროულად, ბელგიის დასავლეთ ფლანდერის მხარის გუბერნატორიც გახლავთ.

ვლადიმერ მგალობლიშვილმა იანს ბრიერს რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბათუმს გააჩნია ყველა შესაძლებლობლობა უმასპინძლოს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის აქტივობებს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, თავის მხრივ, მომავალი თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოხატა.

სამიტზე ქალაქ ბათუმს „Batumi Music Fest-ის“ დამფუძნებელი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე წარმოადგენს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი