14 მაისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში,  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ამავე კომიტეტის აპარატის უფროსი ბაკურ ბოლქვაძე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის” პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ეფექტიანი ლოკალიზაცია“ ფარგლებში, ონლაინფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი პროექტის განხორციელების პერიოდში დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება იყო.

პროექტი გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს შემდეგ ამოცანებს:

გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტისა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა;

მოსახლეობის საჭიროებათა კვლევისა და გენდერული სტატისტიკის მეთოდოლოგიის დანერგვა და განხორციელება;

კომპეტენციის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება;

ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისა და კოორდინაციის მექანიზმის ხელშეწყობა;

საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება.