17 აპრილი

 საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, თემის სამედიცინო პუნქტისა და ხულოს "ევექსის" ჰოსპიტალის ექიმებსა და მედდებს, სიგელები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ გადასცეს.  

 აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის - ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, მედიკოსებმა ქვეყნის ყველა რეგიონში თავდაუზოგავი ბრძოლა გამოუცხადეს პანდემიას და ზოგი მათგანი უხილავ ომს შეეწირა კიდეც. ყველა მედიკოსი იმსახურებს უდიდეს მადლობას ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან, მით უფრო თუ საუბარია მაღალმთიანეთზე, სადაც მკაცრი კლიმატური თუ რელიეფური თავისებურებების გამო, ისედაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.