12 აპრილი

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ხულოს მერიაში გამართულ სამუშაო თათბირს დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თათბირზე მიმდინარე საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, ინფრასტრურქურულ პროექტებსა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის 83-ვე სოფელში უკვე დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები. უახლოეს დღეებში კი დაიწყება მოსახლეობის მიერ შერჩეული ღონისძიებების პროექტების შესყიდვა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის, 8 ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაზე გამოცხადებულია ტენდერი, მათ შორის 5 ლოკაციაზე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის ჩართულობას მერიის სოციალურ პროგრამებში, სოციალური სამსახურის ინფორმაციით, ამ მხრივ მაღალია აქტივობა ერთჯერად ფინანსურ დახმარებასა და ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართულებით.