04 აპრილი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ტიტე აროშიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან და საქართველოს პარლამენტის წევრ რესან კონცელიძესთან ერთად, ბათუმში,  ოძელაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 ქუჩაზე ამჟამად ასფალტს აგებენ, მანამდე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და ტროტუარები. დაიგო დეკორატიული ფილები.

 პროექტის ფარგლებში, დამატებით, ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოების ღირებულება 600 ათას ლარს აღემატება.