02 აპრილი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - ნინო ნიჟარაძესთან და მინისტრის მოადგილესთან - მარიამ ზანაქიძესთან ერთად,  აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია.

ილია ვერძაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო ცენტრი ჩართულია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამის ქვეპროგრამებში და აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურით, სენსორული ოთახით. თითოეულ ბენეფიციარს ყოველდღიურად უტარდება ინდივიდუალურად მასზე მორგებული რეაბილიტოლოგის, ფიზიკური, მეტყველების, ოკუპაციური თერაპევტების, კლინიკური ფსიქოლოგისა და ფიზიოთერაპევტის სარეაბილიტაციო კურსი.

ილია ვერძაძემ ცენტრის ბენეფიციარებს კომიტეტის ინიციატივით მომზადებული სასაჩუქრე პაკეტები და ტკბილეულობა გადასცა.