01 აპრილი

ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერთან ერთად, სოფელ ქობულეთში, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან გამართულ გასვლით თათბირს დაესწრო.

მოსახლეობის დროული ინფორმირება მერიის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სიახლეებსა თუ პროგრამებზე და პირიქით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში არსებული გამოწვევების თაობაზე მერიისა და შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება თათბირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებსა და  გამოწვევებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამას, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება და საყანე ფართობების უფასოდ ხვნა-თესვის საკითხს.

ანალოგიური გასვლითი თათბირები ადმინისტრაციულ ერთეულებში პერმანენტულად გაიმართება.