31 მარტი

დაბა ქედას ივნისიდან თანამედროვე და კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე შეემატება - ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოები ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედის მერთან - ლევან გორგილაძესთან ერთად დაათვალიერა. პარკის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობაზე ადგილობრივ ბიუჯეტში 550 000 ლარია გათვალისწინებული.

დღესვე ფრიდონ ფუტკარაძე ქედის საკრებულოს სხდომას დაესწრო, სადაც მუნიციპალიტეტის მერის ლევან გორგილაძის ანგარიში მოისმინეს 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.