21 მარტი

  ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი რესან კონცელიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან და სტუდენტებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ.

  ბაქოსა და მაქაცარიას ქუჩების კვეთაში ახლად აშენებულ სკვერში 40-მდე ნეკერჩხლი, მაგნოლია და ტუია დაირგო.