20 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში ქალთა რეგიონულ პროფესიულ ფორუმში მონაწილეობდა.

  არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - ,,ქალები დემოკრატიული ჩართულობისათვის“ ფარგლებში და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ ფორუმში ქედის, შუახევისა და ხულოს გენდერული კომიტეტების თავმჯდომარეები, ექსპერტები და პროექტში ჩართული ქალბატონები მონაწილეობდნენ.

  პროექტის მიზანი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დასაქმებული და დაუსაქმებელი 25-55 წლის ქალების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა რეგიონის განვითარების პროცესებში და ქალთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების ადვოკატირებაა ადგილობრივ თვითმმართველობებში.

  ფორუმის მსვლელობისას პროექტის მონაწილეებმა, ეროვნულ და საერთაშორისო პლატფორმებზე მომუშავე გამოცდილ ექსპერტებთან ერთად, იმუშავეს საბიუჯეტო პროგრამებზე.

განცხადებები