19 მარტი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ტიტე აროშიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის მიერ მერიის სერვისცენტრების მენეჯერებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
 შეხვედრა ბათუმში არსებულ პრობლემებს, სოციალურ მიმართულებას, სატრანსპორტო პოლიტიკასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მოქალაქეთა კორესპონდენციების ანალიზს, მუნიცპალური სერვისების გაუმჯობესებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა-კომუნიკაციის საკითხებზე.
 შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - რესან კონცელიძე და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლები. ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში დაიგეგმა შეხვედრები მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით