18 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე,  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ - გაზეთ „აჭარა“-ს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ერთგული მკითხველის სიმრავლე უსურვა. განცხადებები გააკეთეს უმაღლესი საბჭოს წევრებმაც.

განცხადებების დასრულების შემდეგ, მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს.

ნინო ნიჟარაძემ თავის მოხსენებაში დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანონმდებლებს,  მთავარ გამოწვევასთან დაკავშირებით - გლობალური პანდემიის გავრცელებისთანავე საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, რომელიც მიმართული იყო ვირუსის მართვის, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის, პანდემიის შეკავების, შესაბამისი მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსის გამართვის უზრუნველყოფის მიმართულებით. Covid 19-ით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში, უახლესი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და კლინიკაში Covid 19-ის მართვის ცენტრი განთავსდა. დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად აკმაყოფილებს კოვიდ ცენტრისთვის საჭირო ყველა სტანდარტს. აღსანიშნავია ასევე კოვიდთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები. მინისტრმა ასევე  უწყების მიერ 2021 წელს - ჯანდაცვის, სოციალური და დასაქმების კუთხით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

მოხსენების შემდეგ, ნინო ნიჟარაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში -უსკოს თავმჯდომარემ - პარმენ ჯალაღონიამ წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. უმაღლესი საარჩევნო კომისია მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოქმედებდა. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები ღია იყო დამკვირვებლებისათვის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარმენ ჯალაღონიამ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები  უმაღლესმა საბჭომ ცნობად მიიღო.

განცხადებები