18 მარტი

  ბათუმსა და ნეთანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს ნეთანიის მერთან - მირიამ ფიერბერგთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე, რომელშიც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლეს საბჭოში - ტიტე აროშიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად მონაწილეობდა.

  ისრაელის ჩრდილოეთ ცენტრალურ ოლქში მდებარე ნეთანია შერონის დაბლობის დედაქალაქად და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქადააა მიჩნეული. ქვიშის პლაჟებით, ულამაზესი ვრცელი სანაპიროთი, მწვანე პარკებითა და ბუნებრივი ნაკრძალებით მდიდარ ქალაქთან ურთიერთობები, ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება შეხვედრის უმთავრესი თემა იყო.