17 მარტი

  ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგება-კეთილმოწყობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, ე.წ. გელაურის დასახლებაში, ვილარის ბინების ეზოებში სავალი ნაწილი და ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოეწყო მწვანე ზოლი და დამონტაჟდა გარე განათება.

  პროექტი შარშან დაიწყო და წელს დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთის პარალელურად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გელაურის დასახლების ე.წ. ჩაის საწარმოს ბინების ეზოებშიც.

  მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლიდან ახორციელებს, ჯამში 25-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო მოწესრიგდა.

  გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქობულეთსა და მახინჯაურში ცოტნე ანანიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად დაათვალიერა.