08 მარტი

  ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეღვაში მცხოვრები - 102 წლის ფატი მანელიშვილი, პროფესიით პედაგოგია. ის წლების განმავლობაში მომავალ თაობებს უზრდიდა მშობლიურ აჭარას, სრულიად საქართველოს.

 მხცოვან მასწავლებელს 8 მარტს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

 ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა დღე სასწრაფო დახმარების ექიმებს, პედაგოგებსა და სხვადასხვა პროფესიის ქალბატონებს მიულოცეს და გაზაფხულის უმშვენიერესი დღე ყვავილებითა და საჩუქრებით გაულამაზეს.