05 მარტი

  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ორსართულიანი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვვება, 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

 მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ფატი ხალვაშმა და ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან ერთად დაათვალიერეს. მათი განცხადებით, შენობის შიდა სამუშაოების პარალელურად, კეთილმოეწყობა სააღმზრდელო დაწესებულების ეზოც.

 ხელისუფლების წარმომადგენლები, დღესვე, სოფელ ზედა აჭყვაში იმყოფებოდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება, ძირითადად, სოფლისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გამახვილდა.