მორიგი შეხვედრა მედიკოსებთან

04 მარტი

  პანდემიასთან ბრძოლა, პრევენციული ღონისძიებები, სამედიცინო დაწესებულებებში  არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში, „მედ-ემერჯენს“-ში, „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკასა და ხოზრევანიძის კლინიკაში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე.

 კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ და აპარატის წარმომადგენლებმა, მედიკოსებს, უპირველესად, მადლობა გადაუხადეს კორონავირუსთან ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის და აღნიშნეს, რომ ერთწლიანმა დაძაბულმა სამუშაო რეჟიმმა შედეგი გამოიღო - აჭარაში, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ავადობის დიდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, ვითარება დღეს რადიკალურადაა შეცვლილი სასიკეთოდ და ეს მედიკოსთა უდიდესი დამსახურებაა.