სამუშაო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან

26 თებერვალი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გრძელდება სამუშაო შეხვედრები სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე ამჯერად სალიხ აბაშიძის ინფექციურ სნეულებათა, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრის, კლინიკა „მედალფასა“ და შპს „თამარის დასახლება - საოჯახო მედიცინის ცენტრის“ მედპერსონალს შეხვდა.

  უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარესა და აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის უმთავრესი თემა კოვიდპანდემიასთან ბრძოლა, პრევენციული ღონისძიებები და უმთავრესი გამოწვევები იყო.

  ილია ვერძაძემ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებულ რეჟიმში თითქმის ერთწლიან ბრძოლაში ადამიანების გადარჩენისათვის გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.