25 თებერვალი

  საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა საძმო საფლავთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 70-წლიან კომუნისტურ რეჟიმს შეწირულთა ხსოვნას. საძმო საფლავი  ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

 დავით გაბაიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანას საუკუნის შემდეგაც უწევს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

 საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია, საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ცხადდება წუთიერი დუმილი.