01 მაისი

1 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიამ, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა, მოისმინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც კომისიის წევრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გააცნო.

მინისტრის ინფორმაციით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 102,5 %-ით შესრულდა.

სხდომას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილეები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები.

კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ მგალობლიშვილის განმარტებით, მისი ინიციატივით მომზადდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

სტუმრებმა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონეს. მათი განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს სამინისტროს, დროულად მოახერხონ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა.

კომისიის წევრის ასმათ დიასამიძის განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ცვლილებები კანონის სხვა მუხლებზეც გავრცელდება.

კენჭისყრაზე, აღნიშნულ ინიციატივას, კომისიის 5 წევრიდან მხარი 4-მა დაუჭირა.