22 თებერვალი

  საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. რიგგარეშე სხდომაზე, კანონმდებლებმა კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს - ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სამთავრობო პროგრამა და ხედვები წარმოადგინა.

  რიგგარეშე სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.