22 თებერვალი

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  საგრანტო პროგრამის - "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" პრეზენტაცია გაიმართა.  პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელშეწყობაა. ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 %  დაუფინანსდებათ.  პრიორიტეტები ენიჭება: ინოვაციურ, ახალგაზრდა მეწარმეების, ქალბატონების მიერ წარმოდგენილ პროექტებს, სოფლად გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობაზე, ასევე, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე ორიენტირებულ პროექტებს.

  ხელვაჩაურის მერიისა და მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლებს საგრანტო პროგრამისა და მისი განხორციელების ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში  - ფრიდონ ფუტკარაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - ირმა აფხაზავამ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა - გოჩა ბერიძემ და საგრანტო პროგრამის მენეჯერმა -  ლაშა მიქელაძემ გააცნეს.