ბუკნარის ცენტრი რეკრეაციული ზონის ფუნქციას შეიძენს

11 თებერვალი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მალე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტი, რომელიც ტერიტორიის არა მხოლოდ მოწესრიგებას,  დეკორატიული ფილების დაგებას, განათების ახალი სისტემების მონტაჟს, არამედ  მწვანე ზოლის, ტრენაჟორებისა და ფანჩატურების მოწყობას ითვალისწინებს, უკვე შესყიდულია. უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება სამუშაოებზეც. ამის შესახებ ინფორმაცია ბუკნარელებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ცოტნე ანანიძემ, ფატი ხალვაშმა და მუნიციპალიტეტის მერმა  მირიან ქათამაძემ მიაწოდეს.

ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებები, ასევე მათი ხედვები დასახლების განვითარებასა და კეთილმოწყობისთან დაკავშირებით.

როგორც აღინიშნა, სასოფლო ცენტრების კეთილმოწყობის პროექტი  მუნიციპალიტეტის მერიამ ტურისტულად აქტიურ ტერიტორიებზე, მეტი ვიზიტორის მოზიდვის მიზნით, 2018 წლიდან დაიწყო და  დღესაც მიმდინარეობს. სამომავლოდ ქობულეთში რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა იგეგმება.