საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია იმუშავებს

01 მაისი

1 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, რომელიც აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარეც არის, სასტუმრო „ინტურისტის“ სხდომათა დარბაზში, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შევხვედრაზე აჭარაში ახალი საზოგადეობრივი ორგანიზაციის "სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის“ ახალი კომისიის შექმნა დააანონსა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს, მისი მიზანი და ამოცანაა: სოციალური პარტნიორობის განვითარება, დასაქმებულებს, დამსაქმებლებს და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

18 წევრიან კომისიაში საქართველოს მთავრობის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები შედიან.

ილია ვერძაძის განცხადებით, ასეთი კომისია აჭარაშიც შეიქმნება, რომელიც შრომითი პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით იმუშავებს, კერძოდ, დაარეგულირებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცავს მშრომელთა უფლებებსა და უსაფრთხოებას, განიხილავს შრომით დავებს.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ჭყონია და აჭარის პროფკავშირების გაერთიანების წევრები ესწრებოდნენ.

ილია ვერძაძემ შეკრებილებს მშრომელთა საერთაშორისო დღე მიულოცა, აჭარის პროფკავშირების საქმიანობის ამსახველ ფოტო-გამოფენაზე მიიწვია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საპილოტე პროგრამა გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია მზადაა აჭარაში ჩაატაროს სემინარები, დაინტერესებულ პირებთან ერთად შეიმუშავოს და განახორციელოს შრომით პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი