29 იანვარი

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის გიორგი სურმანიძის მიერ მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2020 წლის პროგრამები შეაჯამა და 2021 წელს განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა.