28 იანვარი

  ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თხილნარის მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.

  მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები იყო შეხვედრის ძირითადი თემა. ფრიდონ ფუტკარაძემ ადგილობრივებს კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.

  დღესვე,უმაღლესი საბჭოს წევრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მირვეთში იმყოფებოდნენ. სოფლის მაცხოვრებლებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამ მიმართულებით 2021 წლისთვის დაგეგმილ პროექტზე.