26 იანვარი

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.

 უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ფატი ხალვაშის მიერ ინიცირებული პროექტი კომიტეტის წევრებს ფატი ხალვაშმა წარუდგინა.

 5 თავისა და 10 მუხლისაგან შემდგარი დებულების პროექტი, რომლითაც გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები,  სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება, კომიტეტმა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად მიიჩნია.