31 დეკემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსა და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალის - „მედცენტრის“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოვიდინფექციასთან ბრძოლაში თავდაუზოგავი შრომისათვის, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

 საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ კოვიდკლინიკებს „მადლობის სიგელები“ გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ დამდეგი 2021 წელი გადამწყვეტი იქნება კორონავირუსთან ბრძოლაში.