27 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, 27 აპრილს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენის გახსნას დაესწრო.

მუზეუმის ფონდებში დაცული საგანძური - გასული საუკუნეების ხატები, სამოსი, წიგნები, აღკაზმულობა, საეკლესიო ნივთები, როგორც მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა აღნიშნა, ქართული სახელმწიფოს ისტორიის ნაწილია. ექსპონატების უმეტესი ნაწილი ბათუმის ე.წ. „სობოროსა“ და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრების საკუთრება გახლდათ, რომელიც წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან, ბათუმში მოღვაწე სასულიერო პირებისა და მხარეთმცოდმენობის მუზეუმის იმჟამინდელი დირექტორის დამსახურებით გადაურჩა განადგურებას.

საიუბილეო გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ორ კვირას გაგრძელდება.