საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბათუმში ესპანური კულტურის ცენტრი გაიხსნა

27 აპრილი

27 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმში ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრის - „IBERIA-ს“ მადრიდის ოფისის ფილიალის გახსნას დაესწრო.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებული ვიქტორ მურსია გარსონი, მწერალი დათო ტურაშვილი და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ და „IBERIA-ს“ მადრიდის ოფისის ფილიალის ხელმძღვანელმა ქეთევან გორგილაძემ მოაწერეს ხელი.

ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით სასწავლებლის ფოიეში გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა კონცერტი და გამოფენა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი