25 აპრილი

25 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აჭარაში არსებული ეროვნული უმცირესობების, სათვისტომოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანბანის კოშკის საგამოფენო დარბაზში პროექტის - „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ წარდგინებას დაესწრნენ.

პროექტის მიზანი ეროვნულ უმცირესობებში მოტივაციის ამაღლება, მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მათი აქტიური ჩართვაა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა.

განხორციელდება, 31 ივლისს კი ფესტივალია დაგეგმილი.

საინტერესო ფრაგმენტები ეთნოსის პრობლემების ისტორიიდან, ასევე, მათი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება და საქმიანობა გაშუქდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიითა და რადიოთი.

პროექტის წარდგინება "თავისუფალ ჟურნალიტთა სახლისა" და ფონდ "ღია საზოგადოება- საქართველოს" მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.