24 აპრილი

24 აპრილს, ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანაძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროს წარმამადგენელმა ვაჟა ბერიძემ სოფელ თხილნარში მცხოვრები მერაბ შაინიძის სახლი დაათვალიერეს. 23 აპრილს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა სახლი მთლიანად დაშალა. შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებული 4 - სულიანი ოჯახი დროებით თავს ნათესავთან აფარებს. შაინიძეებს სახლი თვითნებურად, დაურეგისტრირებელ მიწაზე, სამშენებლო ნორმების დარღვევით ჰქონდათ აშენებული. სტიქიით დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის.