უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია

02 ოქტომბერი

  1 ოქტომბერს, გვიან ღამით მოსულმა ჭარბმა ნალექმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყრული პროცესები განვითარა.
  მოწყვეტილი მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა, განადგურდა სამანაქანე გზაც.
 სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული და ადგილობრივი საგანგებო-სამაშველო სამსახურების სპეციალისტები ამ დრომდე ეძებენ მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
 მაშველები ასევე ამ დრომდე ეძებენ ავტომობილის მძღოლსაც, რომლის მანქანაც გუშინ გვიან ღამით, სოფელ სატეხიაში, ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

განცხადებები

პრეს-რელიზი