23 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე 19-22 თებერვალს სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა. ვიცე-სპიკერმა შეხვედრები ქალაქ ფერარასა და როვიკოში გამართა.

ვიზიტის ფარგლებში დეპუტატი ფერარას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და რექტორს შეხვდა. შეხვედრაზე ბათუმისა და ფერარას უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წინადადებები განიხილეს და სამომავალო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ფერარასა და როვიკოს მერიის წარმომადგენლებს, ვიცე მერს და ქალაქ ფერარას სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელსაც გაეცნო, ასევე შეხვდა ქალაქ როვიკოს პროვინციის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს.

მერაბ კარანაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეები სამომავლოდ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.