14 აგვისტო

კანონის პროექტი-„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“, რომელიც რეგიონის ღვაწლმოსილი და განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს, ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

უმაღლესი საბჭოს წევრის - დავით გაბაიძის ეს ინიციატივა სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი მზადაა II მოსმენსთვის, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

ბიუროს სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - კანონის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარადგინა.

ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონის პროექტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე, გამარტივებული წესით (I მოსმენა) განიხილება.

დეპუტატებმა დაამტკიცეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.