08 აგვისტო

  2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებიდან 12 წლისთავზე, ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სკვერში, გმირთა მემორიალთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს.

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - მერაბ კარანაძემ, ილია ვერძაძემ, დავით ბაციკაძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა, ხელისუფლების სხვა წევრებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან  და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ახლობლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

 აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.