17 თებერვალი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლის - ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს წარედგინება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრებმა 17 თებერვლის სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან (უსკო) შემოვიდა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლევან ვარშალომიძის ადგილმონაცვლედ პარტიული სიის მე-6 ნომერი ასმათ დიასამიძეა წარმოდგენილი. მომხსენებლისავე განცხადებით, განკარგულებას თან ერთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციაც.