ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით

30 ივნისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს მე-13 სხდომაზე, დღის წესრიგის პირველი საკითხი  - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი _ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ (I მოსმენა), სხდომაზე საკონსტიუტციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

  კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება. გადაწყვეტილებას ბიურო წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

  სხდომაზე ასევე იმსჯელეს „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებითაც, რომლის გადამუშავებული ვარიანტი, საქართველოს რიგ დარგობრივ კანონებში შეტანილი ცვლილების გამო, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში განიხილება. ბიურომ აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღო.

 

განცხადებები

პრეს-რელიზი