26 ივნისი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენებას დაეთმო - ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლებს  2021-2024 წლებში სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

 მომხსენებლის განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე, პრიორიტეტები  ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ძირითადი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით განისაზღვრა.

 კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის განცხადებით, ინფორმაცია განხილულია უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნებიც.

 რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, მისმა წევრებმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს და მხარი დაუჭირეს შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.