ვიდეო შეხვედრა ლუბუსკის სეიმიკის თავმჯდომარესა და ვიცე-მარშალთან

19 ივნისი

  დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ლუბუსკის სეიმიკის (პოლონეთის რესპუბლიკა) თავმჯდომარესთან, ქალბატონ ვიოლეტა ჰარეუჟლაკთან და ლუკაშ პორიცკთან, სავოევოდოს ვიცე მარშალთან ვიდეო შეხვედრა გამართა.

  შეხვედრაზე მხარეებმა მათ რეგიონებში არსებული პანდემიის მონაცემები გაუზიარეს ერთმანეთს და ილაპარაკეს COVID 19 -წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებული გამოცდილების შესახებ.

  რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს ლუბუსკის სავოევოდოსთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ პირველივე შესაძლებლობის დროს ხელი მოაწერონ რეგიონების საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

განცხადებები

პრეს-რელიზი